აქტუალური
„რუსთავი 2“: „აფხაზეთის სუს-ის განყოფილების უფროსი საკუთარ კაბინეტში ააფეთქეს“

1-Vzriv-aqt-3-mtსაქართველო, 29 ოქტომბერი, საქინფორმი. ზუგდიდში გორის ქუჩაზე, აფხაზეთის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის შენობის ეზოში, იქ სადაც ცოტა ხნის წინ აფეთქება მოხდა, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმის ყაზარმაა განთავსებული. ამის შესახებ "რუსთავი-2“ იუწყება. გუშინ ზუგდიდში მომხდარი აფეთქებისას დაიღუპა აფხაზეთის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის უფროსის მოადგილე ზვიად ლაგვილავა. 

თავისუფალი ზონის“ მიერ გავრცელებული ცნობით, ეს ტერაქტი რუსულ სპეცსამსახურებთან არის კავშირში. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო გადაუდებელი დახმარების რამდენიმე ბრიგადა. მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით შსს კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს.

1-Vzriv-aqt-3-1