აქტუალური
„აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არ არის ოფიციალური თბილისის კონტროლის ქვეშ, იქ რუსი ჯარისკაცები არიან განლაგებულნი. კონფლიქტურ რეგიონებში არსებული სიტუაცია ნებისმიერ დროს შეიძლება შეიცვალოს. მოგზაურობის შეზღუდვა ეხება მხოლოდ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებს. ტექსტში გათვალისწინებული შეზღუდვები ეყრდნობა საქართველოს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ და მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მოგზაურობისაგან“,- ნათქვამია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ტერორისტული საფრთხის შემცველი ქვეყნების სია გამოაქვეყნა, რომელთა რიცხვში საქართველოც შეიყვანა.