საზოგადოება
ზაქარეიშვილი: „აფხაზმა საზოგადოებამ იგრძნო, რომ მათ რუსეთი ამდენ ხანს დამოუკიდებლობანას ეთამაშებოდა!“

1-zakara-sazog-2საქართველო, 29 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, პაატა ზაქარეიშვილი აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთისთვის ავტონომიის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ შეთავაზებას ეხმაურება.

ბუნდოვანია მათი პერსპექტივა. ამ ფონზე, საქართველო მათ სთავაზობს კონკრეტულ პერსპექტივას, ევროპული სტანდარტების მიხედვით მოხდეს მათი მომავლის განსაზღვრა საქართველოს შემადგენლობაში. პოლიტიკურად, აფხაზურმა საზოგადოებამ პირველად იგრძნო, რომ რუსეთი მას ამდენ ხანს დამოუკიდებლობანას ეთამაშებოდა. სინამდვილეში, არაფერი საერთო მას არ ჰქონდა ამ მიმართულებით. აფხაზი ხალხის ხმამ და საზოგადოების ჩართულობამ გამოიწვია ჩვენში ეს ყურადღება“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.