პოლიტიკა
„ჩვენს შორის არ არსებობს საკითხი, რომელზეც ვერ ვთანხმდებით!“

1-Mezhdu-polit-3-mtსაქართველო, 29 ოქტომბერი, საქინფორმი. გუშინ საღამოს ჩატარდა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა, რომელზეც განხილვის მთავარი თემა იყო რუსეთსა და აფხაზეთს შორის "მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ" შეთანხმების შესაძლო გაფორმება, უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს. "შევთანხმდით, რომ კოორდინირებულად გავაგრძელებთ მუშაობას. ეს არის ისეთი საკითხები, რომლებზეც, პრეზიდენტი, პრემიერი, მთავრობა და პარლამენტი ერთსულოვანი ვართ და ასეც ვიქნებით. ჩვენ დღეს ვაჩვენეთ, რომ ნამდვილად შეგვიძლია ერთად მუშაობა და დღევანდელი დღე ამის დემონსტრირებაა. ჩვენს შორის არ არსებობს საკითხი, რომელზეც ვერ ვთანხმდებით ",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
უშიშროების საბჭოზე განხილულ თემებზე ისაუბრა პრეზიდენტმა. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, იმსჯელეს, თუ როგორ უპასუხოს საქართველომ იმ ურთულეს ვითარებას, რომელიც შექმნილია აფხაზეთთან დასადებ ახალ ხელშეკრულებასთან მიმართებაში. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, გაანალიზდა ვითარება, შესაძლო საფრთხეები და საუბარი შეეხო ნაბიჯებს, რომელსაც კოორდინირებულად გადადგამენ მთავრობა, პრეზიდენტი და პარლამენტი.

1-Mezhdu-polit-3-1 1-Mezhdu-polit-3-2
1-Mezhdu-polit-3-3 1-Mezhdu-polit-3-4
1-Mezhdu-polit-3-5