პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური: „საქართველოს მთავრობა შეშფოთებულია აფხაზეთსა და რფ-ს შორის ე.წ. „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ“ ხელშეკრულების მოსალოდნელი გაფორმებით“

1-droSa-polit-2საქართველო, 29 ოქტომბერი, საქინფორმი.  ე.წ. ხელშეკრულების საკითხის გარშემო გაიმართა არაერთი შეხვედრა, როგორც მთავრობის წევრებს შორის, ასევე უსაფრთხოებისა და კრიზისების საბჭოს ფორმატში.  მთავრობის სხვადასხვა უწყებებს, უცხოეთში მოქმედ საქართველოს დიპლომატიურ მისიებს მიეცათ კონკრეტული დავალებები. ინფორმაციები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნათ საქართველოში მოქმედ უცხოურ დიპლომატიურ მისიებს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მთავრობის წევრებთან ერთად, მზად არის მონაწილეობა მიიღოს ნებისმიერი ფორმატის შეხვედრაში, რომელიც ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხის განხილვას დაეთმობა.  ამ საკითხზე პრემიერ-მინიტრსა და პრეზიდენტს შორის გაიმართა საუბარი. ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას, რომელიც 28 ოქტომბერს 18:00 საათზე გაიმართა.