პოლიტიკა
პრემიერი ღარიბაშვილი - უკრაინის საპარლამენტო არჩევნებზე: „უკრაინელმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი ევროპულ არჩევანს, რაზეც თავად არჩევნების გამჭვირვალე პროცესი მეტყველებს!“

1-Ira-polit-1საქართველო, 29 ოქტომბერი, საქინფორმი. მივესალმებით უკრაინაში წელს უკვე მეორე დემოკრატიული არჩევნების - საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას. უკრაინელმა ხალხმა საკუთარი მოქალაქეობრივი ვალის აღსრულებით კიდევ ერთხელ დაამტკიცა ქვეყნის დემოკრატიულად განვითარების ურყევი ნება.

სამწუხაროა, რომ ყირიმსა და სევასტოპოლში, ასევე დონეცკსა და ლუგანსკში მცხოვრებ ყველა მოქალაქეს არ მიეცა საშუალება გაეკეთებინა არჩევანი და ამით საკუთარი წვლილი შეეტანა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. მიუხედავად ამისა და ქვეყანაში არსებული რთული ვითარებისა, უკრაინამ მოახერხა ამ არჩევნების ღირსეულად ჩატარება.

მივესალმებით უკრაინელი ხალხის არჩევანს და კიდევ ერთხელ ვუცხადებთ მხარდაჭერას უკრაინის მთავრობას და ახლადარჩეულ რადას ერთიანი და ძლიერი, ევროპული სახელმწიფოს მშენებლობის საქმეში.