უცხოეთი
დანიშვნები აფხაზეთში

1-ukaz-zar-3-anსაქართველო, 28 ოქტომბერი, საქინფორმი. რაულ ხაჯიმბას ბრძანებით:
-ჩაგავა რენატა ზაქანის ასული დანიშნულია სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „აფსნიპრესის“ დირექტორად;
-აფხაზეთის რესპუბლიკის მოხმარებისა და ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნულია რშტუნი ერიკ საგატელის ძე;

-აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვისა და პრივატიზაციის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნულია კაცია კონსტანტინ ანატოლის ძე;

-ვალერი მელია გათავისუფლებულია გუდაუთის რაიონის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობიდან. გუდაუთის რაიონის ადმინისტრაციის უფროსად დანიშნულია ლადარია რუსლან მიხეილის ძე;

-თემურ ეშბა გათავისუფლებულია გულრიფშის რაიონის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობიდან. გულრიფშის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშნულია ბარათელია ასლან იურის ძე;

-გრიგორი ენიკი გათავისუფლებულია გაგრის რაიონის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობიდან. გაგრის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობების შემსრულებლად დანიშნულია ბარციცი ბესლან კონსტანტინეს ძე;

-ხარაზია ადგურ რაფეტის ძე დანიშნულია ქ. სოხუმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობების შემსრულებლად, რომელსაც აქამდე აფხაზეთის რესპუბლიკის პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოსტი ეკავა. ალიას ლაბახუა გათავისუფლებულია დედაქალაქის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობიდან.

ასევე რაულ ხაჯიმბამ დედაქალაქის ადმინისტრაციის თანამშრომლებს წარუდგინა ხელმძღვანელის მოვალეობების შემსრულებელი ადგურ ხარაზია.

ხოლო რაულ ხაჯიმბას წარუდგინეს აფხაზეტში დისლოცირებული მე-7 სამხედრო ბაზის პოლკის ახალი მეთაური კოსობოკოვი მიხეილ ევგენის ძე.