„არჩევნები, რომლებიც 2 ნოემბერს ლუგანსკისა და დონეცკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკების ტერიტორიაზე ჩატარდება,მნიშვნელოვანია ხელისუფლების ლეგიტიმაციის თვალსაზრისით. მიგვაჩნია, რომ ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა მინსკის მოლაპარაკებებისა“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ: „ვიმედოვნებთ, ნების გამოხატვა თავისუფალი იქნება დ აგარედან არავინ შეეცდება მის ჩაშლას“.
2 ნოემბერს ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკებში დაგეგმილია რესპუბლიკების ხელმძღვანელთა და პარლამენტის დეპუტატთა არჩევნები. უკრაინის ხელისუფლება, თავის მხრივ, თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებს სთავაზობს, ჩაატარონ ვადამდელი ადგილობრივი არჩევნები (უკრაინის სახელმწიფოს სისტემაში მოქმედი ორგანოების არჩევნები), თუმცა მათ ამაზე უარი განაცხადეს.
ლავროვმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის აღიაროს საპარლამენტო არჩევნების შედები უკრაინაში, მიუხედავად იმისა, რომ ის მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე არ გამართულა.