უცხოეთი
მოსკოვმა უკრაინის უმაღლესი რადის არჩევნები აღიარა

1-moscow-zar-1საქართველო, 28 ოქტომბერი, საქინფორმი. ოფიციალურმა მოსკოვმა უკრაინაში გამართული უმაღლესი რადის რიგგარეშე არჩევნები „ბინძური კამპანიის“ მიუხედავად, ჩატარებულად ჩათვლა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა განაცხადა, იტყობინება „ინტერფაქსი“.

ჩვენ ველოდებით ოფიციალურ საბოლოო შედეგებს, თუმცა ახლა უკვე ნათელია, რომ არჩევნები, მიუხედავად საკმაოდ ხისტი და ბინძური კამპანიისა, შედგა“, - განაცხადა კარასინმა.

ის ვარაუდობს, რომ ძალთა გადანაწილების სურათი შეიძლება უკრაინას მისი პრობლემების გადაჭრაში დაეხმაროს. „ძალთა ის აგდანაწილება, რაც ჯერჯერობით გამოისახა, ალბათ, საშუალებას მისცემს უკრაინას, სერიოზულად დაკავდეს თავისი საზოგადოების ძირეული პრობლემების გადაჭრით“, - აღნიშნა მან.

უმაღლესი რადის ახალ მოწვევაში, წინასწარი მონაცმებით, შედიან „პეტრო პოროშენკოს ბლოკი“, არსენი იაცენიუკის „სახალხო ფრონტი“, ანდრეი სადოვოის „სამოპომიჩი“, ყოფილი „რეგიონალების“ „ოპოზიციური ბლოკი“ და იულია ტიმოშენკოს „ბატკივშჩინა“.