სამართალი
აშშ-ის საელჩოსა და საქართველოს ბანკის ერთობლივი განცხადება ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამის თანადაფინანსების შესახებ

1-fulbrait-sam-3საქართველო, 28 ოქტომბერი, საქინფორმი. 22 ოქტომბერს, აშშ-ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა და საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გილაურმა ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამის თანადაფინანსების შეთანხმების შესახებ განაცხადეს.  საქართველოს ბანკი, ფონდ „სიცოცხლის ხეს“ საშუალებით, 2015 სასწავლო წელს დააფინანსებს ორი სტუდენტის სწავლას აშშ-ში, ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში.

ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამის მიზანია მხარი დაუჭიროს სტუდენტებს მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად ნებისმიერ დისციპლინაში. ფულბრაიტის სტიპენდია აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებული ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული გაცვლითი პროგრამაა. სამაგისტრო პროგრამა ტარდება ღია კონკურსის წესით, მას ადმინისტრირებას უწევს თბილისში აშშ-ის საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილება.