საზოგადოება
სამეგრელო-ზემო სვანეთის პენსიონერთა კავშირი დაფუძნდა

zugdidi-teatriამ დღეებში არასამთავრობო ორგანიზაცია, სამეგრელო-ზემო სვანეთის პენსიონერთა კავშირი დაფუძნდა. მასში გაერთიანდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრები პენსიონერები და არაპენსიონრებიც, რომლებიც პენსიაზე გასვლის მოლოდინში არიან. შეკრება ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო თეატრში გაიმართა.
პენსიონერთა კავშირის თავმჯდომარედ აირჩიეს ზუგდიდელი, პოლიციის ყოფილი ოფიცერი დემნა სორდია. კავშირის მიზანია პენსიონერთა უფლებების დაცვა, პირველ რიგში, პენსიების მიღება სტაჟისა და დამსახურების მიხედვით.