აქტუალური
„ჩვენ ყოველთვის სიმართლეს გეუბნებით - დღემდე 2 მილიარდ 400 მილიონი ლარია დახარჯული... წინა ხელისუფლებამ თავის ორ ვადაში ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მხოლოდ 70 კილომეტრი დააგო. ჩვენმა მთავრობამ მხოლოდ ორ წელიწადში 40 კილომეტრი უკვე დააგო და წლის ბოლომდე ამ გზის კიდევ 18 კილომეტრი დაიგება. ჩვენ დავიწყეთ პირაქეთა და პირიქითა ხევსურეთის დამაკავშირებელი გზის გაყვანა არხოტის ხეობაში, იმ გზის, რომელიც საქართველოში არასოდეს ყოფილა. ავაშენეთ 16 ახალი ხიდი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 554 კილომეტრ გზას და 87 ხიდს.
ჩვენ დავიწყეთ უშუქო სოფლების ელექტრიფიცირება და უკვე გავანათეთ 8 სოფელი. ჩვენ შევამცირეთ ტარიფები... უკვე ამუშავდა 7 ახალი ჰიდროელექტროსადგური. მხოლოდ ენერგეტიკაში 347 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა. დავიწყეთ ქარის სადგურების პროექტის განხორციელება. ეს პროექტები, საბოლოოდ, რა თქმა უნდა, დიდ ბიძგს მისცემს ჩვენს ეკონომიკას ", - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.