აქტუალური
რუსულმა “აეროფლოტმა“ პირელი რეისი შეასრულა - თბილისი-მოსკოვი-თბილისი
1-aeroflot-aqtual-1საქართველო, 28 ოქტომბერი, საქინფორმი. რუსულმა ავიაკომპანია “აეროფლოტმა“ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით პირველი რეისი შეასრულა. პირველ რეისზე „აეროფლოტის“ თვითმფრინავით მოსკოვში თბილისიდან ასი მგზავრი ჩავიდა. ფრენების განახლების აღსანიშნავად ავიაკომპანიამ პრეზენტაციაც გამართა. ღონისძიება აეროპორტში მოეწყო. „აეროფლოტის“ განკარგულებაში 153 ავიალაინერია და ის რეგულარულ და ჩარტერულ რეისებს 52 ქვეყანაში, 121 მიმართულებით ასრულებს. რუსული ავიაკომპანია “აეროფლოტი“ ფრენებს ყოველდღიურ რეჟიმში განახორციელებს.