პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: „ის რაც ხდება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, სააკაშვილის დაუბალანსებელ და უგუნურ ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას მოჰყვა“ - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აფხაზეთს ფართო ავტონომია შესთავაზა

1-Otchet-polit-3საქართველო, 28 ოქტომბერი, საქინფორმი. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "ქართული ოცნების" მმართველობის 2-წლიანი ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

სწორედ ამ პოლიტიკის შედეგია ის, რომ დღეს საქართველოს 20% ოკუპირებული რუსეთი მიერ და საქართველოს ტერიტორიაზე ახალი მავთულხართებია გაბმული. ოკუპირებულია წლობით ნალოლიავები, ნაფერები და შენარჩუნებული კოდორის ხეობა.

ამ პოლიტიკის შედეგია ათი ათასობით ახალი დევნილი და საქართველოს შუაგულში გაჩენილი დევნილთა ახალი დასახლებები. ეს არის უმთავრესი გამოწვევა, რის წინაშეც ჩვენი ხელისუფლება დგას. ჩვენ საღი გონებით, წარსულის ანალიზით, თავშეკავებით, მაგრამ პრინციპულობით, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მივუახლოვდეთ ჩვენს უმთავრეს ოცნებას - ვიცხოვროთ ერთიან საქართველოში. ჩვენ უნდა შევძლოთ ნდობის აღდგენა, ამას ითხოვს ჩვენგან 21-ე საუკუნის პოლიტიკა და ის გზა, რასაც მე "საქართველოს ოქროს შუალედი ვუწოდე". ეს არის ერთის მხრივ, დაბალანსებული პოლიტიკა, ხოლო მეორეს მხრივ, განვითარებული და წარმატებული ეკონომიკა, რომელიც მიმზიდველი ხდება ჩვენი ძმებისთვისაც", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.