პოლიტიკა
პრემიერი ღარიბაშვილი: „მიუხედავად იმისა, რომ გატარებულ რეფორმებზე ტელევიზიები არ საუბრობენ, მოსახლეობა ცვლილებებს საკუთარ თავზე გრძნობს“

1-Koabit-polit-2საქართველო, 28 ოქტომბერი, საქინფორმი. ხელისუფლებას ჰქონდა კოჰაბიტაციის ურთულესი ორი წელი, თუმცა მოახერხა ბევრ სფეროში რეფორმის გატარება. ამის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ორწლიანი სამუშაო ანგარიშის წარდგენისას გატარებულ რეფორმებზე საუბრისას გააკეთა.

"გვქონდა ურთულესი ერთი წელი – კოჰაბიტაცია, შემდეგ ერთი წლის წინ გავისტუმრეთ სააკაშვილი, ავირჩიეთ ახალი პრეზიდენტი, სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ ჩავატარეთ ადილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და ამით დავასრულეთ მთლიანი ციკლი ხელისუფლების გადააბარის. ჩვენ დავიწყეთ რეალური ცვლილებები და ის უდიდესი ძალისხმევა, რომელსაც ჩვენ ამ საქმეში ვდებთ, აუცილებლად მოგვიტანს შედეგს და ფეხზე დააყენებს ჩვენს ქვეყანას. ამ ორ წელიწადში აბსოლუტურად ყველა სფეროში მივაღწიეთ წინსვლას. მე მესმის, რომ ბევრი რამ არ ჩანს. ბევრ რამეს არ აჩვენებენ ტელევიზიაში, არ უხარიათ და იმიტომ, მაგრამ ხალხმა ეს იცის, გრძნობს ამ ცვლილებებს საკუთარ თავზე", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.