პოლიტიკა
პრემიერი ღარიბაშვილი: „სააკაშვილი და მისი მთავრობა უცხოეთში სასწავლებლად მათი ნაცნობი სტუდენტების გაგზავნით იყო დაკავებული

1-Prem-polit-1საქართველო, 28 ოქტომბერი, საქინფორმი. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, რომელიც მან ორწლიანი მუშაობის ანგარიშის წარდგენისას გააკეთა, საზღვარგარეთ სასწავლებლად საქართველოს ექსპრეზიდენტი მისთვის ნაცნობ ადამიანებს უშვებდა.

ჩვენ შევცვალეთ ეს მიდგომა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ თუ ვახდენთ ინვესტირებას ბავშვზე, ეს ინვესტიცია უნდა დაუბრუნდეს ქვეყანას. სწორედ ამ მიზნით წელს შევქმენით განათლების საერთაშორისო ცენტრი. ჩვენ ვაფინანსებთ სტუდენტებს, რომლებიც მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში იღებენ ხარისხიან განათლებას. სამშობლოში დაბრუნებულები კი საჯარო სექტორში დასაქმდებიან და ცოდნას ჩვენს ქვეყანას მოახმარენ. 2 წლის განმავლობაში ჩვენ 147 სტუდენტის სწავლა დავაფინანსეთ...

მეორე წელია, რაც სკოლის მოსწავლეები უფასოდ იღებენ სახელმძღვანელოების კომპლექტს... 1065 სკოლის 53 ათასამდე მოსწავლეს ემსახურება უფასო სასკოლო ტრანსპორტი... ჩვენ ვაშენებთ და ვარემონტებთ სკოლებს. 1000 სკოლას ჩაუტარდა რეაბილიტაცია. ასეთივე საერთო საცხოვრებლებს ვაშენებთ ახალქალაქში, ზუგდიდსა და ქუთაისში. ახალგაზრდებს ხელი უნდა შევუწყოთ და მაქსიმალური პირობები შევუქმნათ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.