უცხოეთი
პოროშენკო თავისი პარტიიდან პარტნიორებს კოალიციაში უხმობს

1-archevnebi-zar-3საქართველო, 27 ოქტომბერი, საქინფორმი. „ნაროდნი ფრონტ“-მა, რომელსაც სათავეში ქვეყნის პრემიერ-მინისტრი არსენი იაცენიუკი უდგას, უკვე განაცხადა, რომ მზადაა კოალიცია პრეზიდენტის ბლოკთან ერთად ჩამოაყალიბოს.

ლვოვის მერი და პარტია «Объединение “Самопомощь”-ის ლიდერმა ანდრეი სადოვიმ განაცხადა, რომ ხმების საბოლოო დათვლამდე კოალიციურ შეთანხმებებზე საუბარი არაკორექტულია.

ოპოზიციურ ბლოკში აცხადებენ, რომ პარლამენტში ოპოზიციის ნიშას დაიკავებენ.

წინასწარი მონაცემებით, 15 % ბიულეტენების დამუშავების შემდეგ „ნაროდნი ფრონტ“- ის ხმები (21.7%) „პეტრო პოროშენკოს ბლოკს“ გაუთანაბრდა (21.69%).

“Самопомощь”-ს ხმების 10.11 %, „ოპოზიციურ ბლოკს“ – 9.29%, „ოლეგ ლიაშკოს რადიკალურ პარტიას“ – 7 %, „ბატკივშჩნას“ კი 6.1 % აქვს.

დანარჩენმა პარტიებმა, ბლოკებმა და გაერთიანებებმა 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს.