უცხოეთი
საფრთხეები რუსეთისათვის სამხრეთიდან და მათი მოგერიების ზოგიერთი შესაძლებლობის დემონსტრაცია

1-Armenia-zar-1საქართველო, 27 ოქტომბერი, საქინფორმი. სომხეთში დასრულდა სამხრეთის სამხედრო ოლქის რუსული სამხედრო 102-ე ბაზის არსებობის ისტორიაში ყველაზე დიდი ტაქტიკური წვრთნები. წვრთნების აქტიური ფაზა 13-19 ოქტომბერს კამხუდისა და ალაგიაზის მაღალმთიან სასწავლო-საწვრთნელ კომპლექსებში გაიმართა.

წვრთნებში მონაწილეობა მიიღო 3 ათასმა სამხედრო მოსამსახურემ. ასევე ამოქმედებული იქნა 500 ერთეულზე მეტი სამხედრო და სპეციალური ტექნიკა, ერევანტან მდებარე სამხედრო აეროდრომზე დისლოცირებული რუსული საავიაციო შენაერთის გამანადგურებელ МиГ-29-ჩართვით. წვრთნებში მონაწილეობდნენ უპილოტო საფრენი აპარატები „ნავოდჩიკ-2“, „ზასტავა“, „ლეერ“ და „გრანატ“.

წვრთნების ძირითად მიზანს შენაერთის საბრძოლო მზაობის შემოწმება, სამხედრო მოსამსახურეების საველე სწავლების სრულყოფა, ყველა ხარისხის მეთაურისათვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება წარმოადგენდა სამხედრო ბაზის ქვედანაყოფების მართვის ორგანიზაციასა და დაგეგმვაში სხვადასხვა სახის ბრძოლებისათვის მომზადებასა და წარმართვაში.

წვრთნების მიმდინარეობისას სამხედროებმა ჯავშანსატანკო და საავტომობილო ტექნიკის 1000 კმ-მდე მარშები შეასრულეს, რა დროსაც მეთაურებმა ГЛОНАСС-ის სანავიგაციო თანამედროვე სისტემები გამოიყენეს.

წვრთნებისას გაშვებული იქნა 30 ათასი საარტილერიო ჭურვი, განხორციელდა 300 ათასი გასროლა ავტომატური ქვემეხებიდან და მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევებიდან.

წვრთნებს ხელმძღვანელობდა სამხრეთის სამხედრო ოლქის ჯარების სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი ალექსანდრე რომანჩუკი, რომელმაც დადებითად შეაფასა წვრთნების მონაწილეთა ქმედებები.

21 ოქტომბერს, დსთ-ის ქვეყნების ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის გაერთიანებული სისტემის ძალებიდან სომხეთში აამოქმედეს 25-მდე თვითმფრინავი და შვეულმფრენი, ასევე, 100 ერთეული სამხედრო და საზენიტო ქვედანაყოფების სპეციალური ტექნიკა.