აქტუალური
„ალია“: „თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდნენ ალასანიას მეგობარი გოგონა, უგულავას მეუღლე ლელა კილაძე და თაკო სალაყაია, „ტუსოვკა“ მოიწყვეს სიყვარულის ქალაქში, „სალუტ, პარიზ, ჟე ტემ თამუნიაო“

1-Alas-aqt-2საქართველო, 27 ოქტომბერი, საქინფორმი. გაზეთი „ალია“ წერს, რატომ იყო ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილი თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიაზე გაბრაზებული და დავით ბერძენიშვილს მიმართავს, რომელიც ალასანიასა და „რესპუბლიკურ პარტიის“ საწინააღმდეგო წერილებს სახელისუფლებო კულუარების შეკვეთად აფასებდა.

თქვენმა ირაკლიმ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადება დაიწყო, ფულების მოძიება და ბიზნესმენებთან შეხვედრები, ბიძინას ზურგს უკან თამაშის ეშხში ისე შევიდა, დუბაიშიდატყდათქვენი მინისტრი, იქ ელიტარულ ღამის კლუბში შეხვდა დავით კეზერაშვილსა და გიგი უგულავას, სადაც საუბრები იყო იმაზე, რომ ხელშეუხებლობის გარანტიების მიცემის შემთხვევაში, ირაკლის საპრეზიდენტო არჩევნებშინაციონალებიდაეხმარებოდნენ... როგორც კი, ალასანიამ სიტყვა გატეხა, ნაცბანდელებმაინფორმაცია ბიძინასთან შეაგდეს. ამას დაემატა ირაკლის ატროების ამბავი, საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის დეპარტამენტის ერთ-ერთ ხელმძღვანელ ლამაზმანთან ერთად სკანდალში გაეხვია. დაგეგმილი ჰქონდა დიდ ბრიტანეთში ვიზიტი, მაგრამ ირაკლი პარიზის გავლით ჩაფრინდა ლონდონში...

ბიძინამ ეს ამბავი რომ გაიგო, ძალიან გაბრაზდა და ირაკლის ერთი მარტივი კითხვა დაუსვა, ბიუჯეტის ხარჯზე რატომგულაობო“?.. დავით ბატონო, გაეროში გადარეკეთ და მოიკითხეთ, სად მუშაობს ირაკლის მეგობარი ქალბატონი? დაგიდასტურებენ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში აღარ მუშაობს, ან მისი ცოლისდა ფანჯიკიძე დაიკოს კონკურენტს როგორ გააჩერებდა?! უმწიკვლოირაკლიმ მეგობარი გოგონა უმწეო მდგომარეობაში არ დატოვა და როგორცგაეროშისაქართველოს ყოფილმა ელჩმა, მაღალანაზღაურებადი სამსახურიგაუჩალიჩა“, - წერს გამოცემა.

წყარო: გაზეთი “ალია”