საზოგადოება
მიხეილ სააკაშვილმა ბაქოში მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

1-Baku-sazog-3საქართველო, 27 ოქტომბერი, საქინფორმი. „რეპორტიორისთვის" ცნობილი გახდა, რომ წინა კვირას საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბაქოში იმყოფებოდა, სადაც აზერბაიჯანის მთავრობის წევრებთან შეხვედრა გამართა.

სააკაშვილთან ერთად იმყოფებოდნენ გიორგი ვაშაძე, ზურაბ ჯაფარიძე და ნაციონალური მოძრაობის" სხვა წევრები.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნამდვილად იმყოფებოდა ბაქოში გასულ კვირას, ოღონდ არ ვიცი, ვის შეხვდა", - განუცხადა „რეპორტიორს" დეპუტატმა მიხეილ მაჭავარიანმა. მაჭავარიანის თქმით, ბაქოში ვიზიტის შესახებ სააკაშვილმა მას პირადად აცნობა. მისივე ინფორმაციით, ბაქოში იმყოფებოდნენ ნაციონალური მოძრაობის" წევრებიც, თუმცა, მაჭავარიანი მათ ვინაობას არ ასახელებს.

„რეპორტიორი" შეეცადა, გაერკვია სააკაშვილის ბაქოში ვიზიტის დეტალები და ვაშაძესა და ჯაფარიძესთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მათ სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.