პოლიტიკა
მარგველაშვილ-იმერლიშვილის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე - შოუმენ აქუბერდიას ქალიშვილმა თეონა აქუბარდიამ და რესპუბლიკელმა ივლიანე ხაინდრავამ საქართველოს საშიშ მტრებს - სააკაშვილის პროქტოპოლიტოლოგებს რჩევა სთხოვეს!

1-AKU-pol-3-an-1საქართველო, 27 ოქტომბერი, საქინფორმი. ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეები თეონა აქუბარდია და ივლიანე ხაინდრავა კონფლიქტების, უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის სფეროებში მომუშავე ექსპერტებს შეხვდნენ.

საუბრის მთავარი თემა რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ე.წ. მოკავშირეობისა და ინტეგრაციის ხელშეკრულება“ და საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები იყო. შეხვედრა დახურულ ფორმატში გაიმართა.

უშიშროების საბჭოს აპარატის წარმომადგენლებმა ექსპერტებისგან მოისმინეს რეკომენდაციები რუსეთის მიერ აფხაზეთის ანექსიის მცდელობაზე საქართველოს მხრიდან რეაგირებასთან დაკავშირებით. როგორც აღინიშნა, შექმნილ ვითარებაში, აუცილებელია არაღიარების პოლიტიკის გატარების გაგრძელება და საერთაშორისო საზოგადოების უფრო აქტიური ჩართვა საქართველოს დეოკუპაციის პროცესში.

მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ მსგავსი ფორმატის შეხვედრები რეგულარულად გაიმართება.