პოლიტიკა
დავით ბერძენიშვილი: „რესპუბლიკელების" და ირაკლი ალასანიას წინააღმდეგ წერილებს სახელისუფლებო კულუარებიდან უკვეთავდნენ“

1-Dato-pol-2-an-2საქართველო, 27 ოქტომბერი, საქინფორმი. „ქართული ოცნების“ და რესპუბლიკელების ერთ-ერთი ლიდერი თავის ბოლო ინტერვიუში მწვავედ აკრიტიკებს ხელისუფლებას.
ამონარიდები ინტერვიუდან:

- უფრო და უფრო იკვეთება პოლიტიკაში სპეცსამსახურების (სუს) ჩართვა. ცალკეულ რაიონებში საკუთარი ფუნქციების ნაცვლად, ხდება „სხვა ფუნქციის“ შეთავსება და ეს უნდა აიკრძალოს;

- როგორც ფინანსდებოდა ესა თუ ის ჟურნალისტი და სტატია ყვითელ პრესაში ვანო მერაბიშვილის მიერ, ისევე გრძელდება დაფინანსებები იგივე სტუქტურების - შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან".

- დავით უსუფაშვილი და "რესპუბლიკური“ პარტია, ისევე, როგორც ალასანია და "თავისუფალი დემოკრატები", მომდევნო ორი წლის განმავლობაში, უფრო ჩართული იქნებიან გადაწყვეტილებების  მიღებაში. თუ ვინმეს ჰგონია, რომ მთავარია ერთ კაცზე აეწყოს სისტემა და ეს სისტემა იმუშავებს, ეს დემოკრატია არ არის.

- ფარული ოპერატიული მოსმენების ფარგლებში, პერსონალურ მონაცემებზე წვდომის "გასაღები" შსს-ს ხელში არ უნდა დარჩეს.

- agenda.ge–მ უნდა განმარტოს , როგორ და რა პირობებით გამოქვეყნდა პარლამენტის თავმჯდომარის წერილი International New York Times–ში. ჩვენთვის ეს ცნობილი არაა;

- აღმოჩნდა, რომ ბევრი მსხვერპლი პოლიციას მიმართავს და მათი მხრიდან სათანადო რეაგირება არაა.