პოლიტიკა
ჯენ პსაკი: „აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აგრძელებს ზეწოლას საქართველოს ხელისუფლებაზე, რათა მათ კანონის უზენაესობა დაიცვან!“

1-Jen-polit-1საქართველო, 27 ოქტომბერი, საქინფორმი. ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს საქართველოში გამოძიებების წარმოებას. ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს მთავრობის ყურადღების აქცენტირებას სამართლებრივი პროცედურების, კანონის უზენაესობის დაცვისა და გამჭვირვალე გამოიძიების წარმართვის მნიშვნელობაზე, რათა თავიდან ავირიდოთ ეჭვი, რომ იურიდიული სისტემა პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენება“, - განაცხადა ამერიკის საგარეო პოლიტიკური უწყების წარმომადგენელმა ჯენ პსაკიმ ბრიფინგზე.

როცა კანონის უზენასობის დაცვის აუცილებლობისკენ, სასამართლო სისტემას კი საერთაშორისოდ აღიარებული ნორმებისა და სტანდარტების შესაბამისად ფუნქციონირებისკენ მივუთითებ, ეს მიუთითებს იმაზე, რომ, ჩვენი აზრით, რიგ შემთხვევებში ეს ნორმები არ სრულდება. ჩვენ უწინ გამოვთქვით შეშფოთება იმის თაობაზე, თუ როგორ იწარმოება საქმეები, თუმცა, ეს პრობლემები ისევ რჩება“, - განაცხადა პსაკიმ.