სამართალი
ქართულმა დელეგაციამ ლისაბონში მსუბუქი ყოფაქცევის 80 ქალი დაიქირავა

SexyWomanქართულმა დელეგაციამ, რომელიც ლისაბონში ნატოს სამიტში მონაწილეობდა, მსუბუქი ყოფაქცევის 80 ქალი დაიქირავა. ამ ინფორმაციას პორტუგალიური ვებგვერდი www.sabado.pt გამოცემა „მორნინტ სტარზე“ დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის თანახმად, ქართული დელეგაციის წევრებმა მსუბუქი ყოფაქცევის ქალები სასტუმროში მეუღლეების სტატუსით შეიყვანეს.

„მორნინგ სტარის“ ცნობით, ქართულ დელეგაციას შეუერთდა რამდენიმე სომეხი დელეგატიც. სასტუმროში ფრანგი დელეგატებიც იმყოფებოდნენ, რომლებმაც ხმაურის გამო პოლიცია გამოიძახეს.
გამოცემის ინფორმაციით, პოლიციამ ერთ-ერთი მსუბუქი ყოფაქცევის ქალი იცნო. ინციდენტი პოლიციამ სასტუმროშივე აღკვეთა.
პორტუგალიური მედიის ცნობით, ქართულ დელეგაციას პოლიციასთან ნიკოლა სარკოზიმ უჩივლა.
პორტუგალიური მედია ინციდენტის შესახებ რამდენიმე დეტალს აზუსტებს. სააგენტო "Correio da mahna"-ს ცნობით, ქართულ დელეგაციას, რომელმაც 80 მსუბუქი ყოფაქცევის ქალი დაიქირავა, სასტუმროს ადმინისტრაციასთან ხმაურით შეწუხებულმა ნიკოლა სარკოზიმ უჩივლა. სააგენტო სასტუმროს სახელწოდებას არ აკონკრეტებს, თუმცა ხაზს უსვამს, რომ იგი პორტუგალიაში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული და ფეშენებელურია. 
"Correio da mahna" წერს, რომ ქართულმა დელეგაციამ ქვეყნის ნატოსთან "მიწებება" ამ ფორმით აღნიშნა. ამ შემთხვევის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ინტერნეტგამოცემა "ionline.portugal"-იც.