აქტუალური
ჯავახეთში ოპოზიციის მომხრეებს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყვიტეს

1-javakhet-aqtual-2საქართველო, 24 ოქტომბერი, საქინფორმი. საარჩევნო ბლოკმა „არასაპარლამენტო ოპოზიცია“ ახალქალაქში 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის პროპორციულ არჩევნებში 30%, ხოლო გამგებლის არჩევნებში - 36% მიიღო და მეორე ადგილი დაიკავა.
ამა წლის  აპრილიდან, „ეს ჯი გაზ კომპანიმ“ „არასაპარლამენტო ოპოზიციის“ ახალქალაქის შტაბის ხელმძღვანელებს (17 პირი) ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეუწყვიტა მომსახურეობა.

დაზარალებულმა მოქალაქეებმა საჩივრით მიმართეს მარეგულირებელ კომისიას. კომისიამეს ჯი გაზ კომპანიდააჯარიმა და დაავალა მომსახურების დაუყოვნებლივ აღდგენა, თუმცა ეს უკანასკნელი მარეგულირებლის მოთხოვნას დღემდე იგნორირებას უკეთებს.

ამჟამად ახალქალაქში ღამის საათებში ჰაერის საშუალო ტემპერატურა -2 გრადუსია. ამ პირობებში 17 ოჯახი დარჩენილია ბუნებრივი აირის გარეშე და ამისი ერთადერთი მიზეზი მათი პოლიტიკური შეხედულებებია.

მივმართავთ ხელისუფლებას, დიპლომატიურ კორპუსს, სამოქალაქო საზოგადოებას და მედიას: გულთან მიიტანეთ ჯავახეთში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების პრობლემები და ჩვენთან ერთად გააპროტესტეთ პოლიტიკური რეპრესიები ახალი, ვანდალური ფორმა.