საზოგადოება
პრემიერი ღარიბაშვილი: „მოვუწოდებ ყველა ქრისტიანსა თუ მუსულმანს - თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, ხართ თანასწორნი და ვალდებული ხართ, დაემორჩილოთ კანონს. სახელმწიფო არავის მისცემს თქვენი უფლებების შელახვის უფლებას“

1-Biblioteka-sazog-3საქართველო, 24 ოქტომბერი, საქინფორმი. როგორც პრემიერმა მთავრობის  სხდომაზე
განმარტა, ადიგენის რაიონის სოფელ მოხეში განვითარებული მოვლენებს ვრცელი ისტორია აქვს, ვინაიდან, სოფელში მცხოვრები ქრისტიანები ამბობენ, რომ ამ ადგილზე ადრე იყო ეკლესია, რომელიც დაანგრიეს და ნანგრევებით მეჩეთი ააშენეს.შემდეგ კი ერთი საუკუნის განმავლობაში, ის იყო კულტურის სახლი და დღემდე უსარგებლო შენობა.

ადგილობრივმა გამგეობამ გამოაცხადა კონკურსი იმის თაობაზე, რომ ამ ადგილზე მოეწყობოდა ბიბლიოთეკა, რომლითაც ისარგებლებდნენ სოფელში მცხოვრები როგორც ქრისტიანები, ისე - მუსლიმები. მოეწყობოდა კარგი კულტურული დაწესებულება, რათა თავიდან აგვერიდებინა კონფლიქტი, ვინაიდან ერთის მხრივ ქრისტიანები აცხადებდნენ, რომ აქ იყო ისტორიულად ეკლესია, ხოლო მუსულმანები ამბობდნენ, რომ აქ იყო მეჩეთი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
სოფელში უკვე არსებობს მეჩეთი და მუსულმანებს ლოცვის პრობლემა არ აქვთ, შესაბამისად, ვფიქრობ, ეს იყო ნორმალური გადაწყვეტილება იმისთვის, რომ არ მომხდარიყო კონფლიქტი. რა თქმა უნდა დასაგმობი და მიუღებელია ის, რაც მოხდა გუშინ. ყველა მოქალაქე კანონთან თანასწორია“, - აღნიშნა პრემიერმა.