საზოგადოება
პრემიერი ღარიბაშვილი: „სასამართლოზე ზეწოლას დღეს ვერავინ განახორციელებს, იქნება ეს ხელისუფლების თუ ოპოზიციის წარმომადგენელი“
1-Nikto-sazog-2საქართველო, 24 ოქტომბერი, საქინფორმი. ამის შესახებ პრემიერმა საქართველოს მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაური წინა დღეს გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. „გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარლამენტის დეპუტატი მინაშვილი შეურაცხმყოფელ სიტყვებს სწერდა მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილს, რომელმაც ნავთლუღის გახმაურებულ საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო. ეს არის ყოვლად დასაგმობი და მოვუწოდებ ყველას, ვისაც ეხება, ეს საკითხი სათანადოდ შეისწავლონ. ეს არის ყოვლად დაუშვებელი და კატეგორიულად მიუღებელი“, - განაცხადა პრემიერმა.