პოლიტიკა
პრემიერი ღარიბაშვილი: “თურქეთი–საქართველო–აზერბაიჯანის სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატში, ერთობლივი სამხედრო სწავლება და სამეთაურო და საველე წვრთნები ჩატარდება”
1-Polevie-polit-3საქართველო, 24 ოქტომბერი, საქინფორმი. ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა თურქეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსთან, არმიის გენერალ ნეჯდეთ ოზელთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობები და თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. არაერთხელ გვითქვამს და, რაც მთავარია, საქმით დაგვიმტკიცებია, რომ თურქეთი საქართველოს არა მხოლოდ მეზობელი, არამედ მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორია,“–განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის კუთხით, თურქეთის მაქსიმალური ჩართულობის იმედი გამოთქვა და აღინიშნა სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი. საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მადლობა გადაუხადა თურქეთის შეიარაღებული ძალების სარდალს ალიანსში გაწევრიანების გზაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის.