პოლიტიკა
იმ დროს, როცა საქართველოში ჟურნალისტებს ქუჩებში უსწორდებიან და რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირება იზრდება, „მანდარინი მარგველაშვილი და გეიშა ჩიჩუა“ კიოტოში კულტურულ ღონისძიებებზე ერთობიან...

1-Mandarin-M-pol-1-anსაქართველო, 24 ოქტომბერი, საქინფორმი. ახალდაქორწინებულები -  საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და მისი უკვე არა მეგობარი ქალი, იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ კიოტოში კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობენ. ქართულ დელეგაციასთან ერთად მათ საიმპერატორო ბაღი „სენტო გოსიო“, ტაძრები „კინკაკუ ჯი“ და „რუან ჯი“ დაათვალიერეს, სადაც მარგველაშვილების წყვილმა კიმონიები ჩაიცვა.

მანდარინ მარგველაშვილს და გეიშა ჩიჩუას იაპონიაში ახლდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იაპონიაში ლევან ცინცაძე და იაპონიის ელჩი საქართველოში ტოშიო კაიტანი მეუღლესთან ერთად.

და კიდევ, ეს „ფრუქტი“ იაპონელებს მოელეპარაკა, რომ ამიერიდან საქართველო „ჯორჯიად“ მოიხსენიონ...

1-mandarin-1 1-Mandarin-2 1-Mandarin-3