უცხოეთი
„აზერბაიჯანმა შესაძლოა ირანთან თავის ურთიერთობებს გადახედოს“

1-Abramian-zar-3საქართველო, 23 ოქტომბერი, საქინფორმი. „ხანგრძლივი პაუზის შემდეგ სომხეთმა კვლავ გააცნობიერა თავისი სასიცოცხლო საჭიროება ირანში და ისევ მას მიმართა. ირანმა, თავის მხრივ, სოხმეთის პრემიერ-მინისტრი ო. აბრამიანი უმაღლეს დონეზე მიიღო. ირანის ვიცე-პრეზიდენტმა ესჰარ ჯაჰანგირმა შეხვედრის ოფიციალური ცერემონიაც კი გამართა. ასევე ყველა პირობა შეიქმნა იმისათვის, რომ აბრამიანს ისპაჰანში სომხური ეკლესიის ღონისძიებებში მონაწილეობა მიეღო. ევროკავშირის კომისარი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში კეტრინ ეშტონი ირანში თავისი ვიზიტისას ასევე ესტუმრა სომხური ეკლესიის ისპაჰანის ეპარქიას, რამაც ირანელ სომხებს დაანახვა, რომ ისინი დასავლეთის ყურადღების ცენტრში არიან. აღსანიშნავია, რომ სომხური თემების ხელმძღვანელები, განსაკუთრებით, ეკლესიის ლიდერები, ლიბანში, ერაყსა და სხვა მუსლიმანურ ქვეყნებში დასავლური სპეცსამსახურების აგენტები არიან“, - განაცხადა პოლიტოლოგმა მუბარიზ აჰმედოღლუმ ირანში პრემიერ-მინისტრის ვიზიტის კომენტირებისას.

აჰმედოღლუს აზრით, აბრამიანმა ირანში საინტერესო მოსაზრება გააჟღერა. ჯერ ერთი, მან კვლავ დაადასტურა, რომ სომხეთს ყარაბაღის კონფლიქტის გადაჭრის საქმეში ეუთოს მინსკის ჯგუფის იმედი აქვს და უგულებელჰყოფს ირანის პრეზიდენტი როუჰანის სამშვიდობო ძალისხმევას; მეორეც, მართალია სომხეთის პრემიერ-მინისტრი სომხეთის ეკონომიკაში ირანულ ინვესტიციებს ელის, მაგრამ თავის კავშირებს საბაჟო კავშირთან სომხეთი მხოლოდ საქართველოს მეშვეობით განახორციელებს.

„ექსპრეზიდენტ აჰმადინეჯადის დროს სომხეთთან ურთიერთობებს პრიორიტეტული მნიშვნელობა ჰქონდა. სარქისიანის ვიზიტის გამო სომხეთმა საჩუქარი - 60 მლნ დოლარი მიიღო. აჰმადინეჯადი სომხეთსა და ირანს ერთი კულტურის მატარებლად მიიჩნევდა. როგორც ჩანს, პრეზიდენტი როუჰანიც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სომხეთთან კავშირებს.

არადა, ნათელია, რომ სოხმეთისგან განსხვავებით, აზერბაიჯანთან პარტნიორობა ირანს მხოლოდ სარგებლობას მოუტანს. აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევის ვიზიტმა ირანში ამა წლის აპრილში ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუმჯობესებისა და მომავალში მათი განმტკიცების იმედი შვა. თუმცა, ზემოხსენებულმა მოვლენამ შესაძლოა აიძულოს აზერბაიჯანი, ირანთან თავის ურთიერთობებს გადახედოს“, - აცხადებს პოლიტოლოგი.