უცხოეთი
პუტინმა და პოროშენკომ გაზის საკითხი განიხილეს

1-Gaz-zar-2საქართველო, 23 ოქტომბერი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო საუბარი გამართა უკრაინის ლიდერ პეტრო პოროშენკოსთან, რომლის მიმდინარეობისასაც სახელმწიფოთა მეთაურებმა ერთმანეთს გაზის საკითხთან დაკავშირებული მოსაზრებები გაუზიარეს. ამის შესახებ კრემლის პრესსამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ცნობაშია ნათქვამი.

ამ დღღებში მილანში გამართული სხვადასხვა ფორმატის მოლაპარაკებების შედეგების გათვალისწინებით, მხარეებმა გაზის სფეროში ურთიერთქმედების საკითხებთან დაკავშირებით ერთმანეთს მოსაზრებები გაუზიარეს“, - იუწყება პრესამსახური.

ამასთან, პუტინმა და პოროშენკომ იმსჯელეს აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის დარეგულირების თაობაზე.

რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების ბოლო ორმხრივი შეხვედრა მილანში ACEM-ის სამიტის ფარგლებში გაიმართა. საუბარი, რომელიც 45 წუთს გაგრძელდა, დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. მისი შედეგებით, პუტინმა, კერძოდ, განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინას სესხად არაფერს მიაწვდის, მათ შორის, გაზსაც.