„რუსეთმა სომხეთი და აზერბაიჯანი ახალი ომისგან იხსნა“
საქართველო, 23 ოქტომბერი,
საქინფორმი. „
ვესტნიკ კავკაზას“ რედაქციაში ფრაქცია Die Linke-დან ბუნდესტაგის დეპუტატის, „გერმანია-სამხრეთ კავკასიის“ მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილე
კატრინ კუნერტის პრეს-რელიზი მიიღეს, რომელიც მთაინი ყარაბაღის დარეგულირებას ეხება.
მასში კუნერტი მოუწოდებს გერმანიის ფედერალურ მთავრობას „მხარი დაუჭიროს რუსეთის ძალისხმევას სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტში მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით“. „
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობიანი მოლაპარაკებების გსაგრძელებლად ეუთოს მინსკის ჯგუფს დაუყოვნებლივ ესაჭიროება ფორმკალური სამუშაო სტრუქტურები საკუთარი ფინანსური და საკადრო პოტენციალი“, - მიაჩნია დეპუტატს. „
ის, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის უხეშმა დარღვევებმა კონფლიქტის მხარეებს შორის ამა წლის აგვისტოში სრულმასშტაბიანი ომის დაწყება არ გამოიწვია, მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის დამსახურებაა“, - აღნიშნავს პარლამენტარი.