სამართალი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ი. მერაბიშვილის და ზ. ჭიაბერაშვილის განაჩენი უცვლელი დატოვა

1-Ivane-samart-1საქართველო, 23 ოქტომბერი, საქინფორმი. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად ძალაში დატოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 17 თებერვლის განაჩენი, რომლითაც ივანე მერაბიშვილი დამნაშავედ იქნა ცნობილი კერძო საკუთრების ხელშეუხებლობის დარღვევაში, დიდი ოდენობით ფულადი თანხების გაფლანგვის ორ ეპიზოდში და ამომრჩევლის მოსყიდვაში, ხოლო ზურაბ ჭიაბერაშვილი დამნაშავედ იქნა ცნობილი სამსახურებრივი გულგრილობისთვის.

მერაბიშვილმა 2009 წლის მაისში უკანონოდ დაიკავა ხელვაჩაურის რაიონის, სოფელ კვარიათში მდებარე აგარაკი, გაარემონტა სახელმწიფოს ხარჯზე, დაიქირავა დამხმარე პერსონალი, რა მიზნითაც, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გახარჯა სახელმწიფოს კუთვნილი - 157 669,3 ლარი.

ასევე, 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, პოლიტიკური პარტიაერთიანი ნაციონალური მოძრაობისსასარგებლოდ ამომჩეველთა მოსასყიდად, საქართველოს ყოფილმა პრემიერ მინისტრმა ივანე მერაბიშვილმა შეიმუშავა დანაშაულებრივი გეგმა, რაშიც ჩართული იყო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი დასოციალური მომსახურების სააგენტოსდირექტორი.

2012 წლის 07 სექტემბრამდე, „სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის“ პროგრამის ფარგლებში, გაფორმდა ხელშეკრულებები „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერ 21 837 პირთან. ამ გზით, ივანე მერაბიშვილის მიერ გაფლანგული იქნა სახელმწიფოს კუთვნილი  5 მილიონ 240 ათას 880 ლარი.