აქტუალური
შსს-ს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსმა ლევან კვიციანმა და სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსმა თეიმურაზ კალანდაძემ სომხეთის რესპუბლიკის პოლიციის ტავუშის, შირაკის და ლორის მაზრების პოლიციის სამმართველოების უფროსებთან, არშავირ გევორგიანთან, ვარდან ნადარიანთან და არტაკ კარაპეტიანთან საზღვრისპირა რეგიონებში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების გზებსა და სამართალდამცავ სფეროში ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს.
საქინფორმი არ გამორიცხავს, რომ ძალოვანი სტრუქტურების ამგვარი კოორდინაცია ნაკარნახევია პრევენციული მოქმედებებით ერევანში კიევის მაიდანის მოვლენების განმეორების შემთხვევაში - კავკასიაში დესტაბილიზაციის ფარგლებში, რისკენაც დღეს მიმართულია დასავლეთის ყველა აგრესიული ძალა აშშ-ის ხელმძღვანელობით.