შსს-მ დიდი ოდენობით ე.წ. „ბიო“ ამოიღო
საქართველო, 23 ოქტომბერი,
საქინფორმი. შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მეშვიდე განყოფილების თანამშრომლებმა
არჩილ ა. დიდი ოდენობით ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში, ალ. ჭავჭავაძისა და რუსთაველის გამზირის კვეთაზე დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას 134,79 გრ ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებას შეიცავს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.