ზაალ კასრელიშვილი: „ისლამისტები საქართველოს შეიძლება სამხრეთელი ან სხვა მეზობლის საშუალებით მოადგნენ!“
საქართველო, 23 ოქტომბერი,
საქინფორმი. კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის ხელმძღვანელ
ზაალ კასრელიშვილს მიმართა კითხვით ”პირველმა რადიომ”:
“შესაძლოა თუ არა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ მეომართა რიგებში პანკისელების მონაწილეობა საქართველოსთვის საფრთხის შემცველი გახდეს და ეს ფაქტი რუსეთის ხელისუფლებამ პანკისის ხეობაში საერთაშორისო ანტიტერორისტული ოპერაციის ჩატარების საბაბად გამოიყენოს.?”
„საქართველოს ჯერ საფრთხე არ ემუქრება. ყველა ქვეყანა ჯერ საკუთარ მოსახლეობაზე და მათ დაცვაზე ზრუნავს. რაც შეეხება საფრთხეებს თავად ისლამური სახელმწიფოს მხრიდან, ისინი ჯერ ისლამურ სახელმწიფოებში არიან და საქართველომდე დიდი გზა აქვთ, მე არ მგონია, რომ ჩვენთან მოვიდნენ, ყოველ შემთხვევაში ჯერ მაინც“, - განუცხადა „პირველ რადიოს“ ზაალ კასრელიშვილმა.