საზოგადოება
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ნატოს მოკავშირეთა გაერთიანებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი და აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაური, გენერალი ფილიპ ბრიდლავი იმყოფებოდა

1-General-sazog-1საქართველო, 23 ოქტომბერი, საქინფორმი.  ნატოს სამხედრო მაღალჩინოსანი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ მიიღო. თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უელსის სამიტის შემდეგ საქართველოსთვის მინიჭებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელებას და საქართველოს საერთაშორისო მისიებში მონაწილეობას. შეხვედრაზე ასევე განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების მდგომარეობა. საუბარი შეეხო რუსეთის აგრესიული პოლიტიკიდან მომდინარე საფრთხეებს და იმ ნაბიჯებს, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გადადგას, რეგიონში სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

შეხვედრას  ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ და ნატოს სამხედრო მეკავშირე ოფიცერი, პოლკოვნიკი მაქსიმილიან ედერი დაესწრნენ. ქართულ მხარეს საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილი, ასევე, თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელი პირები წარმოადგენდნენ.