პოლიტიკა
სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდასაჭერად ევრობანკმა საქართველოსთან ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერა ხელი

1-Bruno-polit-3საქართველო, 23 ოქტომბერი, საქინფორმი. ხელმოწერის ცერემონია მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე შედგა. ევრობანკი უზრუნველყოფს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და „მეწარმეობის განვითარების სააგენტოს“ ტექნიკური დახმარებას მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის, რათა მოხდეს მათი კონკურენტუნარიანობის სტიმულირება, მეწარმეობის წახალისება და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის პოტენციალის გაუმჯობესება.

“ეს არის საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის შესანიშნავი საშუალება ქვეყნის ეკონომიკის უმნიშვნელოვანესი სეგმენტის - მეწარმეობის დახმარების პროგრამის ფარგლებში. რეალური სექტორი ნებისმიერი ქვეყნის ჯანსაღი და მზარდი ეკონომიკის ხერხემალია“, - განაცხადა ევრობანკის კავკასიის, მოლდოვისა და ბელარუსის წარმომამდგენლობების რეგიონულმა დირექტორმა ბრუნო ბალვანერამ.