პოლიტიკა
პრემიერი ღარიბაშვილი: „ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოებს შორის მეგობრობა კიდევ უფრო განმტკიცდეს“

1-druzhba-polit-2საქართველო, 23 ოქტომბერი, საქინფორმი. ამის შესახებ  საქართველოს მეთაურმა  ისრაელის დელეგაციასთან გამართულ ოფიციალურ ვახშამზე განაცხადა. „ქართულ-ებრაულ ურთიერთობებს ღრმა ფესვები და დიდი ტრადიცია აქვს. ჩვენი ურთიერთობა დღესაც მჭიდროდ არის გადაჯაჭვული და ძალიან ძვირფასია ჩვენთვის. საამაყოა, რომ 26 საუკუნის წინ საქართველოს მიწაზე დაწყებული ჩვენი თანაცხოვრება და მეგობრობა სულ უფრო მყარდება. მსოფლიოში არ არსებობს ორი ერის ძმობის ისეთი მაგალითი, როგორიც ქართველთა და ებრაელთა შორისაა. და ჩვენ მზად ვართ მეგობრობისა და ურთიერთობის ეს მაგალითი მთელ მსოფლიოს გავუზიაროთ,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საზეიმო ვახშამზე ქართულ-ებრაული 26 საუკუნოვანი მეგობრობის იუბილის მონაწილეებისადმი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მილოცვა მოისმინეს.

დარწმუნებული ვარ რომ მომავალ წლებშიც გავაგრძელებთ თანამშრომლობის გაღრმავებას და ამით შევინარჩუნებთ 26 საუკუნოვან მეგობრობისა და ძმობის დიდ ტრადიციას,"- აღნიშნულია მილოცვაში.