პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლეს მთავარსარდალს, აშშ-ის საჰაერო ძალების გენერალ ფილიპ ბრიდლავს შეხვდა

1-Breedlav-polit-1საქართველო, 23 ოქტომბერი, საქინფორმი. საუბრის ერთ-ერთი თემა იყო იმ არსებითი პაკეტის იმპლემენტაცია, რომელიც საქართველომ ნატო-ს უელსის სამიტზე მიიღო. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო აფასებს ამერიკის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი, რისი ერთ-ერთი დასტურიც იყო აშშ-ის თავდაცვის მდივნის ვიზიტი საქართველოში.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოს მონაწილეობა ISAF-ის და გადამწყვეტი მხარდაჭერის მისიაში“. გენერალმა ბრიდლავმა საერთაშორისო მისიაში შეტანილი წვლილისთვის საქართველოს პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი, გენერალური შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე და უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე.