რელიგია
საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის შედეგი ეროვნულ უმცირესობებთან მიმართებაში: “ეს არის კატასტროფა! გონს მოეგოს ყველა! 21-ე საუკუნეში ლოცვას გვიკრძალავთ?! ჩვენც ადამიანები, ჩვენც ქართველები ვართ! სად არსებობს ზღვარი მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის?!”

1-Katastrofa-Mსაქართველო, 23 ოქტომბერი, საქინფორმი. ადიგენის რაიონში მცხოვრები მუსლიმები პოლიციის შენობასთან ისევ არიან შეკრებილნი. ისინი პოლიციასთან დაპირისპირების დროს 14 ადამიანის დაკავების ფაქტს აპროტესტებენ და მათ გათავისუფლებას მოითხოვენ, აგრეთვე მასობრივი ფართემასშტაბიანი აქციებით იმუქრებიან, თუ შენობა ისევ მეჩეთად არ გადაკეთდა. მათი თქმით, ადგილობრივები ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებიან, რომელის მიხედვითაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია სოფელში არსებული მეჩეთის დემონტაჟს ახორციელებს.
"ეს არის კატასტროფა! გონს მოეგოს ყველა შესაბამისი სტრუქტურა, დაწყებული პარლამენტიდან , მთავრობა, პრეზიდენტი, თუ ვინც არის და იგივე ძალოვანები! რას ნიშნავს ადამიანების ცემა იმის გამო , რომ ისტორიულ სამლოცველოს ვერ უბრუნებ მას, რომ ილოცოს ადამიანმა და გინდა რაღაც საკონცერტო კინო კლუბი, თუ რაღაც გააკეთო?!" -აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე სასულიერო პირი.

ადგილობრივი მოსახლეობა მეჩეთის დანგრევასა და მის ადგილზე კულტურის სახლის მშენებლობის დაწყებას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, შეწყდეს მშენებლობა და ყოფილი მეჩეთის ადგილას კვლავ სამლოცველო აშენდეს.შეგახსენებთ, რომ დაპირისპირება ადიგენის რაიონში პოლიციასა და ადგილობრივ მუსულმანებს შორის გუშინ, დღის პირველ ნახევარში მოხდა. ყოფილი მეჩეთის შენობის დემონტაჟს სოფელ მოხეში ადგილობრივებსა და პოლიციას შორის ჩხუბი მოჰყვა. საუბარია შენობაზე, რომელშიც წლების წინ მეჩეთი ფუნქციონირებდა. ახლა კი, ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მასში კულტურის სახლი ბიბლიოთეკა უნდა განთავსდეს. მას შემდეგ, რაც ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ადგილზე სამუშაოები დაიწყო, ეს პროცესი რამდენიმე ადგილობრივმა გააპროტესტა. პოლიციასთან დაპირისპირების შედეგად დაკავებულია სოფლის 14 მცხოვრები.

"ჩვენც ადამიანები ვართ, ჩვენც ქართველები ვართ, ყველა ქართველები ვართ! ჩვენც ამ მიწის შვილები ვართ! დაგვანახეთ, გვაცოდინეთ სად არსებობს ზღვარი მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის?! სად ვეძებოთ ვენ სამართალი?! რა არის, 21-საუკუნეში ლოცვას გვიკრძალავთ?! არ ვილოცოთ?!", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

საქინფორმისაგან: ყველაფერი მომხდარი წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის სავალალო შედეგს ეროვნულ უმცირესობებთან მიმართებაში, უფრო ზუსტად - ამ პოლიტიკის არარსებობა! მმართველი პარტია „ქართული ოცნებისა“ ხელმძღვანელობა და მთავრობა ეროვნულ უმცირესობებთან მუშაობის სტრუქტურას პარტიის ცენტრალურ ოფისში მხოლოდ საპრეზიდენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს ქმნიდნენ, მერე კი, გამარჯვების შემდეგ, ადამიანები, რომლებიც უსასყიდლოდ, საზოგადოებრივ საწყისებზე მუშაობდნენ, სახლებში გაუშვეს... სამაგიეროდ, პრეზიდენტ მარგველაშვილს ჰყავს მრჩეველი ეროვნული უმცირესობების საკითხებში - ქალი, რომელსაც არავინ იცნობს, მათ შორის, ეროვნული უმცირესობები, გვარად „შამანიდი“... აბა რა ქენით, იშამანეთ, ბატონებო?!

 

საქინფორმის რედაქცია

1-Katastrofa-1
1-Katastrofa-2
1-Katastrofa-3