უცხოეთი
ზაპოროჟიეს ნაცგვარდია ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის მხარეს გადადის

1-Gepard-zar-3საქართველო, 22 ოქტომბერი, საქინფორმი. უკრაინის შსს შინაგანი ჯარების ყოფილი მეცხრე პოლკი „გეპარდის“ მებრძოლები, რომლებიც ამჟამად ნაციონალური გვარდიის შემადგენლობაში იმყოფებიან, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის არმიის მხარეზე გადადიან. ამის შესახებ ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის პრესსამსახური იუწყება.

მას შემდეგ, რაც სამხედრო მოსამსახურეებმა შეიტყვეს, რომ მათ დონბასის საბძოლო მოქმედებების ზონაში აგზავნიან, იქ თავად გაემგზავრნენ, თუმცა ბრძოლა სახალხო ლაშქრის მხარეზე გადაწყვიტეს.

თავად მებრძოლები გაოცებული არიან, როგორ სურს უკრაინას დონბასთან ბრძოლა მას შემდეგ, რაც უკვე მოხდა. „ამ არმიაში წელიწად-ნახევარი ვიმსახურე და მათ სურთ როგორღაც დაიპყრონ დონბასი? უკრაინის არმიაში 10 ტანკზე ერთი აკუმულატორი მოდის და მე არ მესმის, რა უნდა იღონონ დონბასის წინააღმდეგ“, - განაცხადა პოლკი „გეპარდის“ ყოფილა სამხედრო მოსამსახურემ.