უცხოეთი
შეთანხმება - როგორც სიმპტომი? ერთი საზოგადოებრივი დისკუსიის სტილის შესახებ

1-Simptom-zar-2საქართველო, 22 ოქტომბერი, საქინფორმი. აფხაზ საზოგადოებაში საჯარო მსჯელობა ახალი რუსულ-აფხაზური შეთანხმების თაობაზე მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ, რომელიც გასაოცრად ბობოქარი გამოდგა, ყველა თვალსაზრისით საჩვენებელს წარმოადგენს.
საჩვენებელია ახალი ხელისუფლების სტილი, რომელმაც სუვერენული რესპუბლიკის შემდგომი განვითარებისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი დოკუმენტი საჯარო განხილვის საგნად აქცია და ამით საზოგადოებას მკაფიო სიგნალი მიაწოდა, რომ წინა პრეზიდენტის კულისებსმიღმა ინტრიგების ეპოქა სამუდამოდ წარსულს ჩაბარდა.

საჩვენებელია ასევე საზოგადოების გარკვეული ჯგუფების რეაქცია, რომლებისთვისაც რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების საკითხისადმი დამოკიდებულება ერთგვარ ლაკმუსის ქაღალდად იქცა.

განსაკუთრებით საჩვენებელია პარტია „ამცახარას“ რეაქცია, რომელიც არცთუ დიდი ხნის წინ აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი კანდიდატის - ასლან ბჟანიას პირით მკაფიოდ და არაორაზროვნად გამოდიოდა რფ-სთან ახალი შეთანხმების ხელმოწერის მომხრედ, რაც ითვალისწინებდა უსაფრთხოების საერთო იდეის მხარდაჭერას, რუსეთ-აფხაზეთის საზღვრის გახსნას, საქართველოს მომიჯნავე საზღვრის გაძლიერებას და აფხაზეთის მოსახლეობის სოციალური დაცვის სტანდარტების ამაღლებას, - და უეცრად შეიცვალა აზრი სრულებით საპირისპიროდ.

საჩვენებელია სამოქალაქო საზოგადოების გარკვეული წარმომადგენლების რეაქციაც, რომლებიც ახალი შეთანხმების პოტენციურ საფრთხეზე საუბრობენ მაშინ, როცა რუსეთის პრეზიდენტი პუტინის პრესმდივანმა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა განაცხადეს, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი რუსეთისათვის ხელშეუხებელ მოცემულობად რჩებაო.