უცხოეთი
სავაჭრო სახლი „შატიორის“ მფლობელმა მთლიანად გამოისყიდა „გოსტინი დვორი“ მოსკოვში

1-Dvor-zar-1საქართველო, 22 ოქტომბერი, საქინფორმი. ღია სააქციო საზოგადოება „პრემიერ ინვესტი“ მოსკოვში „ილინსკოე პოდვორიე“-ს 49 %-ის გაყიდვის აუქციონის გამარჯვებულად იქცა. ამის შესახებ მოსკოვის მთავრობის ცნობაშია ნათქვამი.

„პრემიერ-ინვესტი“ აფილირებულია მიხეილ ხუბუტიას სავაჭრო სახლ „შატიორთან“, რომელიც ღია სააქციო საზოგადოება „ილინსკოე პიდვორიე“-ს დარჩენილ 51%-ს აკონტროლებს. ამგვარად, მეწარმემ მოახდინა „გოსტინი დვორის“ 100% აქციების კონსოლიდირება.

უწინ, აგვისტოში ხუბუტია აცხადებდა, რომ განზრახული აქვს თავისი წილის გაყიდვა „მოსკოვის ხელისუფლების პოლიტიკასთან დაკავშირებით გოსტინი დვორის განვითარების მიმართ“.

„პრემიერ ინვესტმა“ შესთავაზა 618 მლნ რუბლი, რამაც საწყისი წინადადების ფასის 50% შეადგინა.აუქციონში ორი კომპანია მონაწილეობდა.

ამჟამად „ილინსკოე პოდვორიე“-ს მფლობელობაში „გოსტინი დვორის“15.5 ათასი კვ/მ ფართობია (ილინსკის ქ. №4), რომელიც ისტორიულ ძეგლს წარმოადგენს.