„8 ოქტომბერს გერმანული დაზვერვის ხელმძღვანელმა გერჰარდ შინდლერმა ბუნდესტაგს წარუდგინა მოხსენება, სადაც ნათქვამია, რომ სეპარატისტებმა ხელში ჩაიგდეს უკრაინული არმიის ძალებისგან თვითმავალი საზენიტო კომპლექსი „ბუკ“-ი და მისგან რაკეტა გაუშვეს, რომელიც უშუალოდ მალაიზიური თვითმფრინავის სიახლოვეს აფეთქდა“.
Der Spiegel-ის მონაცემებით, გერმანიის დაზვერვა რამდენიმე არაერთმნიშვნელოვან დასკვნას აკეთებს. ჯერ ერთი, უკრაინული მხარის მიერ წარმოდგენილი ფოტოები ფასლიფიცირებულია. მეორეც, რუსების მტკიცება იმის შესახებ, რომ ბოინგი უკრაინელმა ჯარისკაცევმა ჩამოაგდეს და მის მახლობლად უკრაინული საბრძოლო თვითმფრინავი იმყოფებოდა, სინამდვილეს არ შეესაბამება. „ეს პრორუსი სეპარატისტები იყვნენ“, - ახდენს Der Spiegel-ი შინდლერის ნათქვამის ციტირებას შინდლერის მოხსენებიდან.
ჟურნალის პუბლიკაციას კომენტარი გაუკეთა სახელმწიფო დუმის საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელმა ალექსეი პუშკოვმა: „გფრ-ის დაზვერვამ განაცხადა: ბოინგი უკრაინულმა საზენიტო სარაკეტო დანადგარმა „ბუკ“-მა ჩამოაგდო, რომელიც სახალხო მოლაშქრეებმა ხელში ჩაიგდეს“. ანუ რუსეთი აქ არაფერ შუაშია, „ბუკ“-ის გაშვება კი უკრაინის შეიარაღებულ ძალებსაც შეეძლო“.
რუსი სამხედრო ექსპერტი ვიქტორ ლიტოვკინი მიიჩნევს, რომ „ეს ინფორმაციის გაჟონვაა, რომელიც მიზნად ისახავს ამ ტრაგედიაში დამნაშავე პირებისგან საზოგადოების ყურადღების გადატანას“.