სამართალი
აჭარაში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ საგანგებო შტაბი შეიქმნა
1-Stab-samart-2საქართველო, 21 ოქტომბერი, საქინფორმი. აჭარის სანაპირო ზოლში დაფიქსირდა 5-ბალიანი შტორმი. ძლიერი წვიმის შედეგად აჭარაში მდინარეები ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის მე-20 კილომეტრზე ადიდებულმა მდინარემ გზას გამოაცალა საყრდენი. ადგილზე მობილიზებული არიან შსს-ს აჭარის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში ადგილობრივი მოსახლეობის გამოყვანას უზრუნველყოფენ პოლიციის მაღალი გამავლობის ავტომანქანებით. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ თბილისიდან აჭარისა და იმერეთის რეგიონებში მობილიზებულია შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო ჯგუფები შესაბამისი აღჭურვილობითა და ტექნიკით, რომლებიც სამაშველო ღონისძიებებს ახორციელებენ.