საზოგადოება
პრემიერი ღარიბაშვილი: „მოსახლეობა სულს ღაფავდა ელემენტარული პირობების არქონის გამო“

1-Naselenie-sazog-3საქართველო, 21 ოქტომბერი, საქინფორმი. ეს განცხადება, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ახალი კომპონენტის „მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობა საქართველოში“ პრეზენტაციაზე გააკეთა.

“დაახლოებით მილიარდი ლარით გავზარდეთ ჯანდაცვის ბიუჯეტი. დღეს ყველა მოქალაქე არის დაზღვეული და აღარ ფიქრობს იმაზე, რომ თუ რამე სახის ოპერაცია დასჭირდება, ამის საშუალება არ ექნება. პირველად, 20 წლის განმავლობაში ჩვენ შევამცირეთ სიკვდილიანობა და წელს პირველად დაფიქსირდა პენსიონერთა რიცხვის ზრდა. წელს საქართველოში ნაკლები ადამიანი იღუპება, ვიდრე გასულ წლებში. ეს არის სახელმწიფო პოლიტიკის შედეგი, ჩვენ მივეცით საშუალებას ადამიანებს, თავისუფლად იცხოვრონ თავისუფალ საქართველოში“, -განაცხადა პრემიერმა.