საზოგადოება
ებოლას ვირუსის თავიდან ასაცილების მიზნით ჯანდაცვის სამინისტროში სპეციალური შტაბი შეიქმნა

1-Ebola-sazog-2საქართველო, 21 ოქტომბერი, საქინფორმი. შტაბი სამოქმედო გეგმის დეტალიზაციაზე მუშაობს და მას საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ხელმძღვანელობს. გარდა ამისა, 4 ქვეყნიდან (ნიგერია, ლიბერია, გვინეა, სირეა-ლეონე) საზღვარზე შემოსული ყველა ადამიანი გადის სათანადო შემოწმებას. 21 დღის განმავლობაში (მაქსიმალური ინკუბაციური პერიოდი) დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები ახორცილებენ მათზე დაკვირვებას. ამ დროისთვის ამ 4 ქვეყნიდან სულ 86 ადამიანი შემოვიდა. ამჟამად დაკვირვების ქვეშ იმყოფება 13 ადამიანი.

სამინისტროს ცნობით, ვირუსის დროულად იდენტიფიცირებისთვის ტარდება ლექციების კურსი ექიმებისთვის, ჰემორაგული ცხელებების შესახებ, რომელთა რიცხვში ებოლას ვირუსიც შედის.