პროკურატურაში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის მიმართ გამოძიება მიმდინარეობს
საქართველო, 21 ოქტომბერი,
საქინფორმი. 2014 წლის 20 სექტემბერს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გენერალური ინსპექციის მიერ გამოვლენილი იქნა
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის მიერ თანხების მითვისების ფაქტი, რაც სათანადო რეაგირებისათვის გადმოიგზავნა თბილისის პროკურატურაში. გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფო თანხების მითვისების ფაქტზე.
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელმა, რომელიც აღნიშნულ სამსახურში 1996 წლიდან მუშაობს, 2013 წლის თებერვლიდან 2014 წლის სექტემბრამდე პერიოდში, ზემოხსენებული სამსახურის კუთვნილი თანხები მითვისების მიზნით გადარიცხა როგორც პირად, ასევე ოჯახის წევრების სახელზე გახსნილ საბანკო ანგარიშებზე.