პოლიტიკა
კახი კალაძე: “ქუდს დავიხურავ და მივხედავ ჩემს საქმეს“

1-kaxi-polit-3საქართველო, 21 ოქტომბერი, საქინფორმი. ვიცე-პრემიერი კახი კალაძე გაზეთ "ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ თუ დაინახავს, რომ გუნდს არ სჭირდება, "ქუდს დაიხურავს" და თავის საქმეს მიხედავს.

"კარგად მახსოვს, როცა მინისტრების შერჩევა იყო და წარმადგინეს ამ პოსტზე, ბატონ ბიძინას ვუთხარი, რომ არ მინდა მინისტრობა-მეთქი, მაგრამ მითხრა, საქმეს ასე სჭირდებაო! ვთვლი, რომ ჩემს გუნდს ვჭირდები ამ პოზიციაზე! მე ვარ აბსოლუტურად დამოუკიდებელი ადამიანი და თუ დავინახავ, რომ გუნდს არ ვჭირდები, ქუდს დავიხურავ და მივხედავ ჩემს საქმეს!",-აცხადებს კალაძე.